9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი, პირველად გესაუბრებით. კეთილი იყოს შენი მობრძანება ლივერპულში. რას ნიშნავს ამ გერბის მორგება შენს მკერდზე და საბოლოოდ ლივერპულის მოთამაშედ ყოფნა?
მადლობა. გახარებული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ეს ჩემთვის დიდი მომენტია, რადგან ლივერპულის მსგავს კლუბში გადმოსვლა მხოლოდ ტრანსფერი არ არის, ეს ჩემთვის ოცნების ასრულებაა. მზად ვარ, მოტივირებული და ამაყი.
ლივერპულს გასულ ზაფხულს შეუთანხმდი - რა გრძნობა გქონდა იმ მომენტში და როგორი გრძნობა იყო აქ ჩამოსვლა და კონტრაქტის გაფორმება?
როცა ლივერპულის შემოთავაზებას დავთანხმდი გასულ ზაფხულს, ვიგრძენი, რომ რაღაც დიდი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ახლა ნამდვილად ვხვდები, რას ნიშნავს ლივერპულის მოთამაშეობა.
შენი გადმოსვლის შემდეგ კლუბისთვის ძალიან რთული მომენტია დიოგუ ჟოტასა და ანდრე სილვას გარდაცვალების გამო. როგორ გაერთიანდით გუნდი და უჭერთ მხარს ერთმანეთს, როგორც შენ ისე სხვა ახალწვეულები?
დიახ, როცა აქ ჩამოვედი ნამდვილად რთული მომენტი იყო კლუბისთვის. მაგრამ აქ ყველა ერთმანეთს უჭერდა მხარს და რაც დავინახე, ეს დიდი ოჯახია. ჩვენ უბრალოდ გუნდი არ ვართ, ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ერთმანეთზე ზრუნავს.
დიოგუსთან ერთად არასდროს გითამაშია, მაგრამ მის წინააღმდეგ ითამაშე ევროზე და იცი, როგორი კარგი მოთამაშე იყო. ენფილდზე მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ასევე აჩვენებს, როგორი კარგი ადამიანი იყო ის...
მე არ მქონია მასთან თამაშის შანსი, მაგრამ მის წინააღმდეგ ევრო 2024-ზე ვითამაშე და ვნახე, როგორი საოცარი მოთამაშე იყო ის. ვნახე ისტორიები, მესიჯები და სიყვარული მის გარშემო მყოფი ადამიანებისგან. ვხედავ, როგორი საოცარი ადამიანი იყო ის მოედნის მიღმაც.
ახლა აქ ხარ, გასულ სეზონში ლივერპულს თვალს ადევნებდი, დარწმუნებული ვარ. როგორი სეზონი იყო, არა?
რა თქმა უნდა. ყველა თამაშს ვუყურე განსხვავებული გრძნობით, თითქოს უკვე გუნდის ნაწილი ვიყავი.
ტიტულის მოგებისა და აღნიშვნის ყურება როგორი იყო, უფრო აღტაცებული იყავი ლივერპულის მოთამაშეობით?
რა თქმა უნდა, ეს საოცარი იყო. გულშემატკივრებისა და იმის ნახვა, თუ როგორ აღნიშნეს, შემახსენებელი იყო, თუ რას ნიშნავს ლივერპული ძალიან ბევრი ადამიანისთვის.
შენ ხარ პირველი ქართველი მოთამაშე ლივერპულში. რამდენად ამაყობ ამ ფაქტით და რას ნიშნავს ეს შენი ხალხისთვის?
რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ვარ, რომ პირველი ქართველი მოთამაშე ვარ ლივერპულში და ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და ქართველი ხალხისთვის.
რა იყო რეაქცია საქართველოში, როცა შენი ტრანსფერი გამოცხადდა გასულ ზაფხულს?
არასდროს დამავიწყდება ის დღე - როცა ლივერპულთან კონტრაქტი გავაფორმე. საოცრება ხდებოდა საქართველოში. ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე და ყველა ძალიან ბედნიერი და აღტაცებული იყო.
შეგიძლია გვითხრა შენი მოგზაურობა ლივერპულის მოთამაშეობამდე? ქართულ ფეხბურთის გამოვლა და 20 წლის ასაკში ესპანეთში გადასვლა...
ჩემი მოგზაურობა საქართველოში დაიწყო, პატარა მოედნებზე. პირველ ლიგაში 3 წელი ვითამაშე და ნაბიჯ-ნაბიჯ ეროვნული გუნდის ნაწილი გავხდი. 20 წლის ასაკში შესაძლებლობა მქონდა ესპანეთში წავსულიყავი და იქ ჩემი ახალი ცხოვრება დაიწყო - ახალი ენა, ახალი კულტურა, ახალი ხალხი. პირველი წელი ნამდვილად რთული იყო ჩემთვის.
წავიკითხე, რომ როცა ვალენსიაში წახვედი, ესპანურად ვერ ლაპარაკობდი და 4 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი მოთამაშე იყავი. როგორ განვითარდი იქ?
ვალენსიამ ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად დიდი როლი ითამაშა, რადგან ესპანურად და ინგლისურად ვერ ვსაუბრობდი და როგორც გითხარით, ჩემი პირველი წელი ნამდვილად რთული იყო. მაგრამ სწრაფად მივხვდი, რომ თუ თამაში მინდოდა, უნდა მესწავლა დ ადაპტაცია უნდა გამევლო და ჩემს თავზე ყოველდღე უნდა მემუშავა. ახლა პრემიერ ლიგის ისტორიაში უდიდეს კლუბში ვარ.
შენი მეკარეების მწვრთნელი ვალენსიაში, ხოსე მანუელ ოჩოტორენა, ადრე ლივერპულში მუშაობდა. გითხრა რაიმე მან აქ რას უნდა ელოდო?
კი, რა თქმა უნდა. ოჩოტორენა საოცარი ადამიანი და მწვრთნელია. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ლივერპულის შემოთავაზებაზე ვესაუბრე და პირდაპირ მითხრა, "უბრალოდ გააფორმე კონტრაქტი", რადგან მან იცის, როგორი დიდი კლუბია ლივერპული და მინდა, მას მადლობა ვუთხრა. მადლობა ყველაფრისთვის და მალე შევხვდებით, ოჩოტორენა.
დარწმუნებული ვარ, გინდა, როგორც მეკარე კვლავ განვითარდე და ამიტომაც გადმოხვედი ლივერპულში, შენს კარიერაში შემდეგი ნაბიჯი გადადგი...
რა თქმა უნდა. როცა ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ვუყურებდი მეკარეების ვიდეოებს იუთუბზე და ლივერპულის მეკარეების მახსოვს. მახსოვს იერჟი დუდეკი, შემდეგ პეპე რეინა და ახლა ალისონ ბეკერი. ლივერპულს მეკარეების დიდი მემკვიდრეობა აქვს და მინდა ვცადო, რომ ჩემი ისტორიაც დავწერო ამ მემკვიდრეობაში.
ლივერპულში ნიჭიერი მეკარეების გუნდს უერთდები, რომელსაც ალისონი უძღვება. რამდენად აფასებ მას?
ალიზე რისი თქმაც შემიძლია, ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში ამჟამად და ძალიან ბედნიერი ვარ მასთან ერთად მუშაობით.
რამდენად აღტაცებული ხარ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოსგან რომ უნდა ისწავლო ყოველდღიურად?
ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მასთან ერთად მუშაობასა და მისგან სწავლას.
მაგრამ აქ სათამაშოდ ხარ და შემადგენლობაში კონკურენციის მოსატანად. არის ეს გამოწვევა, რომლისკენაც ისწრაფვი?
რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა იქნება. მომწონს გამოწვევები, აქ იმისთვის ვარ, რომ მაქსიმუმი გავიღო და გუნდს დავეხმარო.
ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრის ყურადღება ევრო 2024-ის დროს მიიქციე, სადაც ძალიან კარგად ითამაშე. მაგრამ ვისაც არ უნახავს შენი თამაში, შეგიძლია გვითხრა, რა ტიპის მეკარე ხარ
არ მომწონს ჩემს თავზე ბევრი საუბარი! მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მშვიდი და კონცენტრირებული მეკარე ვარ და კარში დგომის დროს ძალიან სწრაფი ვარ.
არნე სლოტსა და სტაფს გასულ ზაფხულს, როცა ტრანსფერი შეთანხმდა და ახლაც ესაუბრე. რა გითხრეს მათ?
როცა პირველად აქ ჩამოვედი, მას შევხვდი და ძალიან აღტაცებული ვარ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან მუშაობით.
პრე-სეზონი დაიწყო და შენ პირველი 45 წუთი ითამაშე პრესტონის წინააღმდეგ. პირველად იყავი ლივერპულის გულშემატკივრების წინაშე - როგორი გრძნობა იყო?
კი, პირველად ლივერპულის გულშემატკივრების წინაშე, ეს ნამდვილად საამაყო მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში და ამან მომცა მოტივაცია, რომ განვითარება გავაგრძელო და ამ კლუბისთვის ყველაფერი გავიღო.
რისი მიღწევის იმედი გაქვს ლივერპულში პირადად და გუნდურად?
ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ამ კლუბს დიდი ამბიციები აქვს და მინდა, ამ მოგზაურობის ნაწილი ვიყო.
ბოლოს, გაქვს შეტყობინება ლივერპულის გულშემატკივრებისთვის და ქართველებისთვის, ვინც ამ ინტერვიუს კითხულობენ?
კი, რა თქმა უნდა. ვიცი, პასუხისმგებლობები, რომელიც ამ მაისურის ტარებას მოჰყვება. ეს გერბი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს. აქ იმისთვის, ვარ რომ ყოველ სავარჯიშო სესიასა და მატჩზე ჩემი საუკეთესო გავაკეთო, გუნდს დავეხმარო და ჩვენი გულშემატკივრების ნდობა მოვიპოვო. მინდა ქართულადაც ვთქვა რამდენიმე სიტყვა. მინდა, გულწრფელი მადლბოა ვუთხრა ყველა ქართველ გულშემატკივარს. ვამაყობ, რომ საქართველოს წარმოვადგენ ამ დიდებული კლუბში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ უფრო ამაყები იყოთ.
თაზო ჩარკვიანი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები