სპორტინგის ახალწვეული გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიურ მედიას ესაუბრა.
ადაპტაცია
"საოცარია, ადაპტაცია ძალიან მარტივად წარიმართა, რადგან კლუბში მომუშავე ხალხი და გუნდელები მეხმარებიან. პატივია, მათთან ერთად გასახდელის გაზიარება და მთელი დღის მათთან ერთად გატარება, რადგან ისინი ყველაფერში მეხმარებიან, არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც, რაც არ უნდა მჭირდებოდეს.
აქ ორი კვირის წინ ჩამოვედი და ისეთი გრძნობაა, თითქოს 2-3 წელია აქ ვთამაშობ, ეს კი ადვილი მისაღწევი არაა. ვგრძნობ, რომ კლუბის ნაწილი ვარ და ამით სიამოვნება უნდა მივიღო."
მიზნები
"მარტივად ვუპასუხებ: ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონად ყოფნა. აქ ამიტომ მოვედი და სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს კლუბი. ბევრის გაღება შემიძლია, მოედანზე გავალ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ."
გიოკერეშთან ერთად ვერთამაში
"არ ვიცი. ვიცი, რომ აქ სიამოვნების მისაღებად და შეჯიბრისთვის მოვედი. ჩემს გუნდელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ. რაც ჩემი კონტროლის მიღმაა, ვერ გავაკონტროლებ."
ჰიულმანდი
"გუშინ მასთან ერთად ვივარჯიშე და უკვე შესამჩნევია, რომ ის გუნდის ლიდერია, ასევე ვაკვირდები მის უნარებს და ვფიქრობ, სეზონის განმავლობაში ამით უფრო დიდ სარგებელს მივიღებ."
ჩემპიონთა ლიგა
"ჩემპიონთა ლიგა დიდი ტურნირია. მინდა, რომ გუნდს დავეხმარო, რადგან ყველაზე მნიშნვნელოვანი რამ ის სიმბოლოა, რომელსაც ყოველთვის ვატარებთ. ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს ყველას ეხება, გულშემატკივრებსაც. თუ ერთად ვიქნებით, კარგ დროს გავატარებთ და ოცნებების ასრულება შესაძლებელი იქნება. რატომაც არა?"