კოპენჰაგენის 19 წლის შემტევი რონი ბარდაგჯი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს.
კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ბარდაგჯი ბარსელონას 2 მილიონ ევროდ შეუერთდა, კლუბებს შორის შეთანხმება ითვალისწინებს გარკვეულ ბონუსებსაც.
თავად ფეხბურთელმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
რონი ბარდაგჯი პოზიციით მარჯვენა ვინგერია. კოპენგაჰენის მაისურით ამ სეზონში მან მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა (ჯამში 243 წუთი), რადგან თითქმის მთელი სეზონის მანძილზე მყესი ჰქონდა გაწყვეტილი.