ფრანკო მასტანტუონოს ერთი სული აქვს, როდის შეუერთდება მადრიდის რეალს.
17 წლის არგენტინელი სამეფო კლუბს აგვისტოში შეუერთდება, მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდება. მის ტრანსფერში სამეფო კლუბმა 45 მლნ ევრო გადაიხადა.
„რეალში მისვლას მოუთმენლად ველოდები. ეს მსოფლიოს უდიდესი კლუბია.
ჩაბი ალონსოსთან სატელეფონო საუბარი ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან დამანახა, რამდენად სურდა ჩემი თავისთან ხილვა." - აღნიშნა მასტანტუონომ.
17 წლის არგენტინელმა მშობლიურ რივერ პლეიტთან ერთად საკლუბო მუნდიალზე ითამაშა, თუმცა ჯგუფიდან გასვლა მისმა გუნდმა ვერ მოახერხა.