ალვარო კარერასმა მადრიდის რეალში გადასვლაზე ისაუბრა.
გუშინ 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი რეალმა ოფიციალურად დაადასტურა, დღეს კი ის 18-ნომრიანი მაისურით ფანებს წარუდგინა.
„ახლა ლაპარაკი მიჭირს. მინდა რეალის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ ნდობა გამომიცხადეს და რეალობად აქციეს ჩემი დაბრუნება იქ, სადაც ორი წელი გავატარე. აქედან პატარა ბავშვად წავედი და დიდ კაცად დავბრუნდი.
მოუთმენლად ველოდები ამ მაისურის მორგების შანსს. ჩემთვის რეალის ლოგოს ტარება დიდი პატივია. გპირდებით ბოლომდე დახარჯვას, რათა გუნდთან ერთად გავიზარდო და ტიტულების მოგებაში დავეხმარო.
არ მინდა ჩემი ოჯახის დავიწყებაც, რომლის გარეშეც არაფერი არ გამოვიდოდა. მადლობა ყველას დიდი, ჰალა მადრიდ." - თქვა წარდგენისას კარერასმა.
რეალმა ბენფიკას ესპანელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადა.