ჯუდ ბელინგემს სეზონის სტარტი გაუცდება.
ინგლისელი ფეხბურთელი ამ ზაფხულს მხარზე იკეთებს ოპერაციას, რომელიც რამდენიმე წელია აწუხებს და დისკომფორტის გამო სახვევებით უწევდა თამაში.
აღნიშნული ოპერაციის სარეაბილიტაციო ვადა 3-4 თვემდე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონს ჩაბი ალონსოს გუნდი ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დაიწყებს.
The Athletic-ის ინფორმაციით, ბელინგემის მიზანი ოქტომბერში დაბრუნებაა.
უშუალოდ ოპერაცია უახლოეს პერიოდში, ლონდონში ჩატარდება, რის შემდეგაც ინგლისელი რეაბილიტაციას დაიწყებს.