ალვარო კარერასი მადრიდის რეალში დაბრუნდა.
ესპანელი მარცხენა მცველი, რომელიც გუნდს ბენფიკადან შეუერთდა, რეალმა ფანებს დღეს წარუდგინა.
კარერასი რეალში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ფეხბურთელმა კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რეალი მის ტრანსფერში ბენფიკას 50 მილიონ ევროს გადაუხდის.
კარერასი რეალის აკადემიაში 2017-2020 წლებში ასპარეზობდა.