აინტრახტმა უგო ეკიტიკეს ტრანსფერზე ნიუკასლის შემოთავაზება დაბლოკა.
როგორც ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ კაჭკაჭები 80 მილიონ ევროს იხდიდნენ.
თუმცა, აინტრახტმა ეს შემოთავაზება დაუყონებლივ უარით გაისტუმრა, რადგან კლუბის სპორტულ დირექტორ მარკუს კრეშეს ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ გაცილებით მეტის მიღება სურს.
გასულ სეზონში ბუნდესლიგის 33 მატჩში პსჟ-ს ექს-თავდამსხმელმა 15 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
არსებული ინფორმაციით, ნიუკასლი ეკიტიკეს ალექსანდრ ისაკის შემცვლელად მოიაზრებს, რომლითაც ევროპული გრანდები და მათ შორის - ლივერპული ინტერესდებიან.