რონალდ არაუხოს გამოსასყიდი თანხა კვლავ 1 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გუშინ ბოლო დღე იყო, როცა ბარსელონას ურუგვაელი მცველის შეძენა 60 მილიონ ევროდ შეიძლებოდა.
15 ივლისის შემდეგ, არაუხოს გამოსასყიდი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და კვლავ 1 მილიარდ ევროს შეადგენს.
ურუგვაელ მცველს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს.
2024/25 სეზონში არაუხომ ლა ლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.