1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კლაუდიო რანიერი სამწვრთნელო კარიერას განაახლებს და რომას მთავარი მწვრთნელი გახდება.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Repubblica იტყობინება.
73 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა წელს, კალიარის დატოვების შემდეგ დაასრულა, თუმცა რომადან ზარის მიღების შემდეგ, დაბრუნება გადაწყვიტა.
2015/16 წლების ლესტერთან ერთად პრემიერ ლიგის ჩემპიონ მწვრთნელს რომა კარიერის მანძილზე ორჯერ ჰყავს გაწვრთნილი - 2009-2011 და 2019 წლებში.
მგლების სამიზნეებს შორის სხვა სპეციალისტები იყვნენ, თუმცა შეთანხმება ვერცერთთან ვერ მოხერხდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები