გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის (DFB) პრეზიდენტის, ბერნდ ნოიენდორფის რეკომენდაციის საფუძველზე, სამეთვალყურეო საბჭომ დღეს ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ კონტრაქტი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანთან.
მთავარ მწვრთნელთან ერთად, საკუთარ თანამდებობებს მისი ორი ასისტენტიც, ბენჟამინ გლიუკი და ბენჟამინ ჰიუბნერი, დატოვებენ.
მემკვიდრის დანიშვნასთან დაკავშირებით, როგორც ოფიციალურ განცხადებაში წერია, DFB-ის ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში იურგენ კლოპთან გამართავს მოლაპარაკებებს.
კლოპმა, რომელიც ამჟამად რედ ბულის საფეხბურთო დეპარტამენტის ხელმძღვანელია, უკვე მიანიშნა, რომ მზად არის აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად.
ოფიციალურად: ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრები დატოვა