-
Aa
+
ფონტის ზომა
რანდალ კოლო მუანიმ პსჟ შესაძლოა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.
RMC Sport-ის ინფორმაციით, კლუბის ოფიციალური პოზიცია ამბობს იმას, რომ ფეხბურთელზე იმედი ჯერჯერობით მყარდება. თუმცა, რეალურად ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ფრანგის წასვლას ზამთარშიც კი არ გამორიცხავს.
ეს შესაძლებელი იქნება, თუ რომელიმე მსურველი რეალურ ინტერესს გამოიჩენს. კოლო მუანის ამ ეტაპზე ყურადღებით აკვირდებიან ინგლისური და გერმანული კლუბები.
ფეხბურთელის იჯარა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით არის ვარიანტი, რომელიც პსჟ-ს სავსებით დააკმაყოფილებდა.
მიმდინარე სეზონში 2022 წლის მუნდიალის ანტიგმირს ლუის ენრიკეს გუნდში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები