მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მიქაუტაძემ პრესკონფერენციაზე მედიასთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
ნდობა
"ვცდილობ ვარჯიშებზე ვიშრომო და მომენტების დასრულებაზე მეტი ვიმუშაო. ჩემს თავს გოლების რაოდენობის მიზანს არ ვუწესებ, ამას ბოლოს შევხედავთ. ვცდილობ, ჩემი საუკეთესო გავაკეთო და ყოველ მატჩში მნიშვნელოვანი ვიყო. სეზონის სტარტზე გოლები მაკლდა, მაგრამ ახლა სიტუაცია უკეთესი ხდება."
სპეციფიკური სამუშაო
"ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ვარჯიშებზე და შემდეგ ამას ვიდეოებით განვიხილავთ. ეს სამუშაო გვეხმარება სხვადასხვა ასპექტის განვითარებაში."
დასვენება
"შესაძლებლობა გამოვიყენეთ, დრო ჩვენს ოჯახებთან გაგვეტარებინა. პატარა პროგრამა გვქონდა ფორმაში დასარჩენად. ახლა კი ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზური და ევროპა ლიგაზე შორს წასვლა გვსურს."
მონპელიე
"ლიგა 1-ის მატჩები რთულია. ყყველასთან სიფრთხილეა საჭირო და მოშვებული არცერთ თამაშს არ უნდა შეხვდე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შაბათს სახლში 3 ქულის მოსაპოვებლად."
სატრანსფერო ფანჯარა
"აქ 6 თვის წინ გადმოვედი და ასე სწრაფად არ წავალ. მე ლიონზე ვარ ფოკუსირებული და შაბათს მონპელიესთან გასამართ მატჩზე. სატრანსფერო ფანჯარა ასე მუშაობს და გავრცელებულ ამბებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ."
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობებით, მიქაუტაძის გადაბირებას გალათასარაი აქტიურად ცდილობს.
ლიგა 1-ის მატჩი ლიონსა და მონპელიეს შორის 5 იანვარს, 23:59-ზე გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები