მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გრანადას არ დატოვებს.
მინიმუმ მშრალი საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვამდე გიორგი წიტაიშვილი გრანადაში დარჩება.
როგორც წყაროსთვის ცნობილია, ცსკა სოფია მზადაა 1.5 მილიონი ევრო გადაუხადოს კიევის დინამოს გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერში.
ზუსტად ამდენივეს გადასახდელად მზადაა გრანადაც, თუმცა უკრაინელები ბულგარული მხარის წინადადებას განიხილავენ, ხოლო ესპანელებისას არა.
გიორგი წიტაიშვილს კიევის დინამოსთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, იყო ამ კლუბიდან ქართველის გამოსყიდვის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა უკრაინელებმა ყველა წინადადებაზე უარი თქვეს. თავად ფეხბურთელის პრიორიტეტი ევროპის წამყვან ჩემპიონატში თამაშია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები