3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ მისი ნაპოლი კოლოსალური ინტენსივობით ითამაშებს.
ნეაპოლიტანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგურ მატჩში მანტოვას 3:0 დამარცხების შემდეგ ისაუბრა.
„გამარჯვებები ფსიქოლოგიურად გვეხმარება. ბურთი უკეთ უნდა ვაკონტროლოთ, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ აგრესიულობით და პრესინგის მაღალი ხაზით. უნდა ვიმუშავოთ და მოვუმატოთ. ნაკრებიდან ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად მოვუმატებთ.
წინასასეზონო მომზადება აუჩქარებლად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გუნდმა მოუმატა. რაც უფრო უკეთ იმოძრავებს ბურთი, მით უკეთ გაიაზრებენ ბიჭები ყველაფერს. მთავარია - სრული ინტენსივობით ვითამაშოთ.
არ მინდა, რომ გუნდი დაცვაში იდგეს და თავის სიკვდილს ელოდებოდეს. უფრო მეტი გამჭოლი პასი უნდა გავაკეთოთ." - აღნიშნა იტალიელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები