2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელია რომასთან მატჩში მოედნიდან 67-ე წუთზე გასვლით აშკარად უკმაყოფილო იყო, თუმცა ანტონიო კონტემ ამის მიზეზი პრესკონფერენციაზე განმარტა.
„ვფიქრობ, მისი პირველი ტაიმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მას შემდეგ, რაც ნაპოლიში მოვედი. ნაკრებიდან ის კუნთის დისკომფორტით დაბრუნდა და სრული ძალებით არ უვარჯიშია.
პირველ ტაიმში ხვიჩამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როგორც კი გოლი გავიტანეთ, დავინახე რომ გუნდს დასვენებული ფეხები სჭირდებოდა. გარდა ამისა, არ მინდოდა მისი ჯანმრთელობით გამერისკა.
ის კარგად ვარჯიშობს და ყველა ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ მისი ამ თავგადასავლის ნაწილი ვართ. კმაყოფილი ვარ მის მიერ ჩატარებული პირველი ტაიმით, გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ნელ-ნელა გავუმჯობესდეთ." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები