სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-13 ტურში ნაპოლიმ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე რომა მიიღო.
დედაქალაქურ კლუბში დაბრუნების შემდეგ ეს კლაუდიო რანიერის პირველი მატჩი იყო, რომელიც დებიუტშივე ანტონიო კონტეს დაუპირისპირდა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მოედანზე 67 წუთი გაატარა. ქართველს პირველ ტაიმში თავური დარტყმით კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მან შანსი ვერ გამოიყენა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 54-ე წუთზე კვარაცხელიას დიაგონალური პასი ჯოვანი დი ლორენცომ მიიღო და საჯარიმოში გამჭოლი პასი გააკეთა, რომელიც რომელუ ლუკაკუმ გოლით დაასრულა. ბელგიელმა თავდამსხმელმა ყოფილ გუნდს გაუტანა და ნაპოლის 3 ქულაც მოუპოვა.
კონტეს გუნდის ანგარიშზე 13 მატჩის შემდეგ 29 ქულაა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ნაპოლი მდევრებს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, თანაც ასეთი 3 გუნდია - ატალანტას, ინტერსა და ფიორენტინას 28-28 ქულა აქვთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები