• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კორუფციული ბრალდებები FIFA-ს მისამართით
ფეხბურთიფეხბურთი

კორუფციული ბრალდებები FIFA-ს მისამართით

09 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ 63 დღე რჩება, თუმცა ფიფა სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.


მიზეზი ბილეთების კატეგორიებში შეტანილი მოულოდნელი ცვლილებებია, რასაც გულშემატკივრები თაღლითობასა და ფანების გაძარცვის მცდელობას უწოდებენ.


რამ გამოიწვია გულშემატკივრების რისხვა?


თავდაპირველად ფიფა ბილეთებს ოთხ კატეგორიად ყიდდა. პირველი კატეგორია ყველაზე პრესტიჟულად და ძვირადღირებულად ითვლებოდა, რაც გულშემატკივრებს სტადიონის ქვედა იარუსზე საუკეთესო ადგილების (მათ შორის წინა რიგების) ყიდვის იმედს აძლევდა. ფანებმა ამ ბილეთებში ათასობით დოლარი უკვე გადაიხადეს.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ბილეთები გადანაწილდა, ბევრი მყიდველი იმედგაცრუებული დარჩა. მათ ადგილები კუთხეებში ან კარების უკან შეხვდათ. სკანდალი კი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ფიფა-მ მოულოდნელად ახალი, კიდევ უფრო ძვირი კატეგორიები დაამატა: Front Category 1 და Front Category 2.


ორმაგი ფასი იმავე ადგილებში


The Athletic-ის ინფორმაციით, წინა რიგების საუკეთესო ადგილები, რომლებიც ადრე პირველ კატეგორიაში იგულისხმებოდა, ახლა ცალკეა გამოყოფილი და მათი ფასი ზოგჯერ გაორმაგებულია. მაგალითად, ალჟირი - ავსტრიის მატჩზე კანზას-სიტიში, მეორე რიგის ადგილები 900 დოლარი ღირს ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე სტანდარტული პირველი კატეგორიის ბილეთი.

„FIFA-ს გულშემატკივრების მიმართ კეთილი ნება არ გააჩნია. მათი მთავარი მიზანი მოგების მაქსიმიზაციაა“, - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ფანი. სოციალურ ქსელებში კი მომხმარებლები პირდაპირ კორუფციაზე საუბრობენ: „ეს არის მასშტაბური აფიორა; მე მომატყუეს“.

ჯერჯერობით FIFA-ს არ განუმარტავს, რატომ შეიქმნა ახალი კატეგორიები ასე გვიან და რატომ არ იყო თავიდანვე ცნობილი, რომ პირველი კატეგორიის ბილეთის მფლობელებს წინა რიგებში მოხვედრის შანსი ფაქტობრივად არ ჰქონდათ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვესტ ჰემმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას FIFA-ში უჩივლა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვესტ ჰემმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას FIFA-ში უჩივლა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ეს ყოველთვის ისაა, რაც გინდა" - სუარესი ნაკრებში დაბრუნებაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ეს ყოველთვის ისაა, რაც გინდა" - სუარესი ნაკრებში დაბრუნებაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუნდიალი 2026 ფუფუნებად იქცა - ბილეთების ფასი 11 000$ აღწევს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუნდიალი 2026 ფუფუნებად იქცა - ბილეთების ფასი 11 000$ აღწევს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანჩელოტის ულტიმატუმი ნეიმარს: მუნდიალზე გამგზავრების პირობა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანჩელოტის ულტიმატუმი ნეიმარს: მუნდიალზე გამგზავრების პირობა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 აპრ, 2026

ვესტ ჰემმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას FIFA-ში უჩივლა

News image

10 აპრ, 2026

,,ეს ყოველთვის ისაა, რაც გინდა" - სუარესი ნაკრებში დაბრუნებაზე

News image

12 სთ წინ

მუნდიალი 2026 ფუფუნებად იქცა - ბილეთების ფასი 11 000$ აღწევს

News image

9 სთ წინ

ანჩელოტის ულტიმატუმი ნეიმარს: მუნდიალზე გამგზავრების პირობა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება