კრისტალ პალასმა ისმაილა სარის ტრანსფერთან დაკავშირებით ლივერპულის თავდაპირველი ინტერესი უარყო.
ლივერპულმა სარის შესაძლო ტრანსფერი განიხილა, რადგან კლუბი მარჯვენა ფლანგის შემტევის ძიებას აგრძელებს.
პალასის ფეხბურთელი ერთ-ერთ საინტერესო ვარიანტად განიხილებოდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მისი ამჟამინდელი კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს.
The Athletic-ის წყაროების ცნობით, კრისტალ პალასის პოზიციის შეცვლა მხოლოდ ასტრონომიულ შეთავაზებას შეუძლია. იმის გათვალისწინებით, რომ ლივერპულს სხვა სამიზნეებიც ჰყავს, მერსისაიდელები მოთხოვნების დაკმაყოფილებას ნაკლებად სავარაუდოა, რომ დათანხმდნენ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კრისტალ პალასმა ისმაილა სარის სანაცვლოდ ლივერპულის 50 მილიონი ფუნტის შეთავაზება უარყო.
პალასი სარის შენარჩუნებას გეგმავს. კლუბმა ფეხბურთელის თაობაზე მანამდე გალათასარაის ორი შეთავაზება უარყო, ახლა კი ლივერპულიც უარით გაისტუმრა.