ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, მან დაიმსახურა, რომ 2024/25 სეზონის სერია ა-ს გამარჯვებულად მიიჩნეოდეს.
ქართველი ვინგერი პსჟ-ში ნაპოლიდან იანვარში გადავიდა, სეზონის ბოლოს კი ნაპოლიმ ბოლო 3 წელში მეორედ შეძლო სერია ა-ს მოგება.
„ძალიან ვამაყობ იმით, რაც მოვიგე. თავს სერია ა-ს გამარჯვებულად მივიჩნევ, იმიტომ რომ ამ სეზონში ნაპოლის ფეხბურთელიც ვიყავი და 17 მატჩი ჩავატარე.
ძალიან ამაყი ვარ. ყველა თამაშს თვალს ვადევნებდი. გუნდმა ჩემპიონობა დაიმსახურა." - ციტირებ სკვარას სიტყვებს Football Italia.
სერია ა-ს 17 მატჩში ამ სეზონში კვარამ 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.