იუვენტუსი ახლოსაა მთავარ მწვრთნელად იგორ ტუდორის დატოვებასთან.
გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანით, ტუდორის კონტრაქტი ავტომატურად კიდევ ერთი წლით გაგრძელდა, თუმცა იუვენტუსს მისი გაწყვეტა გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუძლია.
ბოლო კვირებია ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს სპეციალისტს, თუმცა ჯან პიერო გასპერინისგან უარი მიიღო, ანტონიო კონტემ ნაპოლიში დარჩენა გადაწყვიტა, სხვა ვარიანტები კი კლუბს ნაკლებად იზიდავს.
როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ბორდი ახლოსაა ტუდორის მომავალი წლისთვის დატოვებასთან, ხორვატი ნამდვილად გაუძღვება გუნდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც 14 ივნისს დაიწყება.
ტუდორს გაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაემუქრება, თუ უფრო ძლიერი ვარიანტი გახდება ხელმისაწვდომი.