ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩელსი მილანს მაიკ მენიოს ტრანსფერთან დაკავშირებით დაუკავშირდა.
ფრანგ მეკარეს როსონერისთან ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია, ჩელსი კი სიტუაციას აკვირდება.
მაიკ მენიო ყოველთვის იყო ლონდონელთა სასურველი მოთამაშეების სიაში, ახლა კი გადაწყვეტილება იტალიურ კლუბზეა.
29 წლის მეკარეს მილანთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მაიკ მენიო სერია ა-ში 2021 წელს ლილიდან გადავიდა და გუნდთან ერთად სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიგო.