ფაბრიციო რომანოს გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი და რაიან შერკი პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ.
ახლა კი ჯერი კლუბებზეა, ინგლისელები ლიონის ოლიმპიკს უნდა შეუთანხმდნენ.
საშა ტავოლიერის ცნობით, ფრანგებმა ქალაქელების პირველი შეთავაზება, რომელიც 23 მილიონ ევროს შეადგენდა დაბლოკეს.
როგორც იწერება, ლიონი შერკის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს.
რაიანმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 8 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. გადაწყვეტილია, რომ ის ზაფხულში ოლიმპიკს დატოვებს.