• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კვარა ზედიზედ მეორე ფინალის გზაზე - ქართველების კვირა
ფეხბურთიფეხბურთი
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

კვარა ზედიზედ მეორე ფინალის გზაზე - ქართველების კვირა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოთხშაბათს, 6 მაისს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალი გაიმართება - მიუნხენის ბაიერნი ალიანს არენაზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს. გარდა ამ სუპერ დაპირისპირებისა, ამ კვირაში  ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით არაერთი საინტერესო მატჩი გველის.


კვარაცხელია vs ბაიერნი


რა თქმა უნდა, ამ კვირაშიც ქართველი და არამარტო ქართველი ქომაგის ყურადღება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებისკენაა მიმართული. პარიზში გამართული ფეიერული მატჩის შემდეგ გუნდები ამჯერად მიუნხენში გეგმავენ საფეხბურთო დღესასწაულის მოწყობას. 


შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ეს ალიანს არენაა, ეს სტადიონი ამ გუნდის წარმატებების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. 75 000 მაყურებელი… ჩვენ უბრალოდ ხმაური არ გვინდა, სტადიონზე ხალხის დიდი ტალღა გვჭირდება.

ვინსენტ კომპანი, ბაიერნის მთავარი მწვრთნელი.


პარიზელებს განმეორებითი მატჩის წინ ჰაკიმი და შევალიე გამოაკლდათ. მიუნხენელების ბანაკს კი ტომ ბიშოფი, სვენ ულრაიხი და ალფონსო დეივისი დაუბრუნდნენ ლაზარეთიდან. კომპანის თქმით, შესაძლოა ოთხშაბათამდე ლენანტ კარლმაც შეძლოს განაცხადში დაბრუნება. მატჩის სავარაუდო შემადგენლობები ასე გამოიყურება: 


ბაიერნი (4-2-3-1) : ნოიერი, სტანისიჩი, უპამეკანო, ტა, ლაიმერი, კიმიხი, პავლოვიჩი, ლუის დიასი, მუსიალა, ოლისე, ჰარი კეინი.


პსჟ (4-3-3) : მატვეი საფონოვი, მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ზაირ-ემერი, ფაბიან რუისი, ჟოაო ნევეში, ვიტინია, დეზირე დუე, დემბელე, კვარაცხელია.


ორივე გუნდს ჰყავს გოლეადორები და პლეიმეიქერები, რომლებსაც ნებისმიერი სცენის განათება შეუძლიათ - ხვიჩა კვარაცხელია კი  საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგურ გზაზე 

OPTA Analyst.


ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 გოლში მიიღო მონაწილეობა: 10 გოლი, 5 საგოლე გადაცემა - რაც პსჟ-ს ფეხბურთელისთვის ერთ სეზონში საუკეთესო შედეგია. 


კვარაცხელიამ ფლეი-ოფში 7 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში (ფლეი-ოფი) ნებისმიერ კლუბში მასზე მეტი გოლი მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს გატანილი - კრიშტიანუ რონალდუს 2013-14 სეზონში (8 გოლი მადრიდის რეალში), ლიონელ მესის 2011-12 სეზონში (8 გოლი ბარსელონაში) და კარიმ ბენზემას  2020-21 სეზონში (10 გოლი მადრიდის რეალში). 



ბუდუ vs კიოლნი


ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, გასულ კვირას ბაიერნს დუბლი ბუდუ ზივზივაძემაც შეუსრულა. ქართველს უკვე ზედიზედ ოთხი ბუნდესლიგური მატჩია გააქვს და ჰაიდენჰაიმს დარჩენის იმედს უნარჩუნებს. 


კვირას, 10 მაისს, ჰაიდენჰაიმი მე-14 ადგილოსან კიოლნს ესტუმრება. რაც შეეხება ქართველის გუნდის კონკურენტებს, ვოლფსბურგი შინ ბაიერნს მიიღებს, ხოლო სანტ პაული ლაიფციგს ეწვევა.



მიქაუტაძე vs მალიორკა


ბუდუს მსგავსად გასულ ტურში დუბლით ჟორჟ მიქაუტაძეც გამოირჩა. ქართველმა ფორვარდმა ლა ლიგაში მე-10 და მე-11 გოლები ლევანტეს გაუტანა - ვილიარელმა კი ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა. 


მიქაუტაძეს ლა ლიგის ამ სეზონში 11 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაც უგროვდება. ყვითელი წყალქვეშა ნავი 35-ე ტურის შეხვედარში მალიორკას ეწვევიან - მატჩი კვირას, 10 მაისს, 16:00 გაიმართება.



შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში


FIBA-ს ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის. გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ, სერიაში გალათასარაი დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა - კანარის კუნძულელები ვილნიუსის რიტას დაუპირისპირდებიან. ფინალისტის ვინაობას ერთი მატჩი გადაწყვეტს - ნახევარფინალი ხუთშაბათს, 7 მაისს, ბადალონაში გაიმართება. 


 ვეტერანმა კალათბურთელმა გალასთან ბრწყინვალე სერია ჩაატარა. გამორჩეული იყო მესამე, გადამწყვეტი თამაში - შერმადინმა 19 წუთში, 20 ქულას, 14 მოხსნასა და 3 ასისტს მოუყარა თავი - გიორგი რა თქმა უნდა  მატჩის საუკეთესო მოთამაშედა დასახელდა.


"საოცარი პერფორმანსი - გიორგი შერმადინი:  20 ქულა. 14 მოხსნა. 3 ასისტი"


გულიაშვილი და კვერნაძე უმაღლეს ლიგებში გადმოსვლის გზაზე და სხვა ქართველები


გულიაშვილის რასინგმა უესკა 4:2 დაამარცხა და ოთხი ტურით ადრე ლა ლიგა 2-ის პირველ პოზიციას იკავებს. სანტანდერელები 39-ე ტურში ლეგანესს ეწვევიან.


გიორგი კვერნაძის ფროზინონემ გასვლაზე იუვე სტაბია დაამარცა და სერია ა-ში დაბრუნებასთან ერთ ნაბიჯშია - ქართველის გუნდს 38-ე ტურში ფრეც ჰყოფნის. ფროზინონე პარსაკევს, 8 მაისს მანტოვას უმასპინძლებს.


ირაკლი აზაროვის შახტარი კონფერენს ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში შინ კრისტალ პალასთან 1:3 დამარცხდა. ქართველს სათამაშო დრო კვლავ არ მიუღია. საპასუხო მატჩი 7 მაისს გაიმართება.


ქოჩორაშვილის სპორტინგმა გასულ კვირაში ორი მატჩი ჩაატარა და გათამაშების ცხრილის მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. გიორგიმ სათამაშო წუთები ორივე მატჩში მიიღო. ლისაბონური გუნდი კვირას რიო ავეს ეწვევა.


ქართველების მეცი მონაკოსთან დამარცხდა და ოფიციალურად დაქვეითდა ლიგა 2-ში. გიორგებს თავის გამოჩენის საშუალება კვირას, ლორიენთან გასამართ მატჩში ექნებათ.


გოჩოლეიშვილის ჰამბურგი შინ ფრაიბურგს მიიღებს. გიზოსა და კიტეს ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლი შტურმი ჰართბერგს ეწვევა.

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბუდუ ზივზივაძე
ბუნდესლიგა
ჩემპიონთა ლიგა
ლა ლიგა
გიორგი მიქაუტაძე
გიორგი ქოჩორაშვილი
გიორგი შერმადინი
ლიგა 1
სერია ა
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პსჟ-ის ამბიციური დარტყმა: რეალის მცველი სამიზნეშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ის ამბიციური დარტყმა: რეალის მცველი სამიზნეშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საზარელი შეჯახება: დებიუტანტს სტადიონი საკაცით დაატოვებინეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საზარელი შეჯახება: დებიუტანტს სტადიონი საკაცით დაატოვებინეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვან დაიკის მკაცრი შეფასება: „მიუღებელი სეზონი ლივერპულისთვის“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვან დაიკის მკაცრი შეფასება: „მიუღებელი სეზონი ლივერპულისთვის“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დატოვებს ბარსელონას რაფინია?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დატოვებს ბარსელონას რაფინია?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

პსჟ-ის ამბიციური დარტყმა: რეალის მცველი სამიზნეშია

News image

4 სთ წინ

საზარელი შეჯახება: დებიუტანტს სტადიონი საკაცით დაატოვებინეს

News image

4 სთ წინ

ვან დაიკის მკაცრი შეფასება: „მიუღებელი სეზონი ლივერპულისთვის“

News image

4 სთ წინ

დატოვებს ბარსელონას რაფინია?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება