ჩელსისა და ნოტინგემ ფორესტის დაპირისპირება გაცილებით უფრო მეტი გახდა, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთი.
კლუბის აკადემიის აღზრდილმა ჯესი დერიმ, რომელმაც მოულოდნელად მიიღო სასტარტო შემადგენლობაში თამაშის შანსი, თავისი პირველი პრემიერლიგის მატჩი კოშმარულად დაასრულა.
საშინელი შეჯახება
პირველ ნახევარში დერი ნოტინგემ ფორესტის მცველ ზაკ ებოტს შეეჯახა. საჰაერო ორთაბრძოლისას ებოტმა დერის თავის არეში ძლიერად დაარტყა, რის შემდეგაც ორივე ფეხბურთელი ძირს დაეცა. დერის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მას მოედანზევე დასჭირდა ჟანგბადის მიწოდება. თამაში ათ წუთზე მეტხანს იყო შეჩერებული, სანამ სამედიცინო პერსონალი ახალგაზრდა ფეხბურთელს პირველად დახმარებას უწევდა.
მთელი სტადიონი შოკში იყო. როდესაც ის საკაცით გაიყვანეს, ჩელსისა და ფორესტის გულშემატკივრებმა ფეხზე წამოდგომით და აპლოდისმენტებით გამოხატეს მხარდაჭერა
გაცუდებული პენალტი და მძიმე რეალობა
ტრავმის მიღებამდე დერიმ პენალტი მოიპოვა, თუმცა მატჩის განახლების შემდეგ კოულ პალმერმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა – მეკარე მაც სელსმა ბურთი მოიგერია.
ამ მატჩში მარცხმა ჩელსი კიდევ უფრო დააშორა ევროპულ ზონას. გუნდი ამჟამად პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის თეორიული შანსებიც კი საგრძნობლად შეუმცირდა. გულშემატკივრებისთვის ამ დღის მთავარი საფიქრალი მაინც ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯანმრთელობაა, რომლის ტრავმამ მთლიანად დაჩრდილა მოედანზე მიმდინარე საფეხბურთო მოვლენები.