მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის პირველ მატჩს გამართავს, სადაც ხორვატიას დაუპირისპირდება.
ევრო 2024 - დღე 2 [პრევიუ და ჩვენი პროგნოზები]
გამორჩეული მატჩი უნდა იყოს ლამინ იამალისთვის, რომელიც მნიშვნელოვან რეკორდებს უმიზნებს.
ახალგაზრდა ესპანელს დღეს შეუძლია გახდეს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი.
ეს მიღწევა აქამდე პოლონელ კასპერ კოზლოვსკის ეკუთვნის, რომელმაც 2021 წელს მიიღო ესპანეთთან მატჩში მონაწილეობა, მაშინ მოთამაშე 17 წლისა და 246 დღის იყო.
იამალი კი ხორვატიასთან თამაშის შემთხვევაში ულაპარაკოდ მოხსნის ამ რეკორდს, რადგან ის ჯერ კიდევ 16 წლისაა. ლამინი 17 წლის 13 ივლისს ხდება.
რაც შეეხება ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორს, ეს შვეიცარიელი იოჰან ვონლანტენია, რომელმაც ევრო 2004-ზე საფრანგეთთან გამოიჩინა თავი და 18 წლისა და 141 დღის ასაკში ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი გახდა.
როგორც ხედავთ, იამალს ამ რეკორდის მოხსნაც თავისუფლად შეუძლია, მას ამისთვის ევრო 2024-ზე მინიმუმ 3 თამაში ექნება.
ესპანეთისა და ხორვატიის მატჩი 20:00-ზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
უხუცესი შემადგენლობა, ყველაზე მეტი მატჩი, რეკორდთან ერთ ნაბიჯში - ევრო 2024 დეტალებში
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
11 საათის წინ
10 საათის წინ
15 საათის წინ