-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟოან ლაპორტამ კლუბის ექიმის, კარლეს მინიაროს გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„კარლეს მინიარო გუნდის ვარჯიშის დროს, დღისით გარდაიცვალა. როგორც წარმოგიდგენიათ - ფეხბურთელები, პერსონალი, მწვრთნელები - ყველა ძალიან გულდაწყვეტილია, დიდი ტრაგედია მოხდა. ეს ადამიანი ყველას გვიყვარდა. ის ყველა მატჩზე ჩვენთან ერთად მოდიოდა და ყველას ეხმარებოდა, მხოლოდ ფეხბურთელებს კი არა. უარი არასდროს, არავისთვის არ უთქვამს და შესანიშნავი ექიმი იყო.
ასეთი მომენტები გვაძლიერებს. მატჩის გადადების თხოვნა იმ მომენტში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. დაუყონებლივ დავუკავშირდით ლა ლიგის პრეზიდენტს სიტუაციის ასახსნელად. მან ყველაფერი კარგდა გაიგო და მატჩის გადადების პროცედურები წამოიწყო.
ოსასუნას პრეზიდენტმა სრული გაგება გამოავლინა, პირველივე წუთებიდან. მათ გამორჩეულად იმოქმედებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მსაჯებსაც.
ბარსელონასთვის ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. ყველა შოკირებულები ვართ, ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა. ფეხბურთელები შოკში იყვნენ. მის დედას და მეუღლეს დავუკავშირდით და გვინდა, მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. კარლესს ორი შვილი დარჩა. ჩვენ მათ საჭირო მხარდაჭერას გამოვუცხადებთ.
თამაშზე მოსულ გულშემატკივრებს ვთხოვეთ, სიტუაციას გაგებით მოკიდებოდნენ. როცა ხმამაღლა გამოვაცხადეთ თამაშის გადადების ინფორმაცია, გულშემატკივრებისგან დაუყონებლივი მხარდაჭერა წამოვიდა. მადლობა ყველას." - აღნიშნა ბარსელონას პრეზიდენტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები