• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ლარნეს მწვრთნელმა იბერიას თამაში დააკნინა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ლარნეს მწვრთნელმა იბერიას თამაში დააკნინა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლარნეს მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰევერონმა, იბერია 1999-სთან მატჩის შემდეგ, შეფასებები გააკეთა.


"მოუთმენლად ველი საპასუხო თამაშის დაწყებას. მათ სტადიონზე გავდივართ და თუ შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ, ამის გაკეთება რთული გზით მოგვიწევს.


ვფიქრობ, პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ და ყველა საგოლე შანსი ჩვენ შევქმენით და ჩვენივე ბრალია, რომ ისინი ვერ გამოვიყენეთ.


პერიოდულად სრულად ვდომინირებდით. ცხადია, მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ძალიან, ძალიან კარგები ვიყავით.

მეორე ტაიმი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შუაში ცოტათი დავკარგეთ გზა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბიჭები დასაწყისიდან ბოლომდე შესანიშნავები იყვნენ.

ამ თამაშიდან დიდი თავდაჯერებულობა მივიღეთ, ერთადერთი იმედგაცრუება ისაა, რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ", - აღნიშნა ჰევერონმა BBC Sport NI-სთან საუბრისას.


ლარნემ იბერიას 1967 გულშემატკივრის თვალწინ უმასპინძლა და 0:0 ითამაშა. გუნდები 11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან და შემდეგ ეტაპზე გამსვლელს გაარკვევენ.


წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში შოტლანდიურ რეინჯერსსა და პოლონურ იაგელონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში გიბრალტარულ ლინკოლნსა და კვიპროსულ ომონიას შორის დამარცხებულს.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ევროპა ლიგა
იბერია 1999
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: იბერიას ისტორიულ მიღწევამდე ერთი მატჩი აშორებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: იბერიას ისტორიულ მიღწევამდე ერთი მატჩი აშორებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართველმა წყალბურთელმა 3 წლით უფროსებში ითამაშა და მსოფლიო გააოცა

•ქართული

ქართული

ქართველმა წყალბურთელმა 3 წლით უფროსებში ითამაშა და მსოფლიო გააოცა
•ქართული

ქართული

სკანდალი საფეხბურთო კლუბ გარდაბანში - რის გამო დააკავეს მწვრთნელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი საფეხბურთო კლუბ გარდაბანში - რის გამო დააკავეს მწვრთნელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფარული მუქარა? - რა დაწერა ლარნემ სოციალურ ქსელში იბერიასთან მატჩის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფარული მუქარა? - რა დაწერა ლარნემ სოციალურ ქსელში იბერიასთან მატჩის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 სთ წინ

VIDEO: იბერიას ისტორიულ მიღწევამდე ერთი მატჩი აშორებს

News image

12 სთ წინ

ქართველმა წყალბურთელმა 3 წლით უფროსებში ითამაშა და მსოფლიო გააოცა

News image

2 სთ წინ

სკანდალი საფეხბურთო კლუბ გარდაბანში - რის გამო დააკავეს მწვრთნელი

News image

1 სთ წინ

ფარული მუქარა? - რა დაწერა ლარნემ სოციალურ ქსელში იბერიასთან მატჩის შემდეგ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება