ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, იბერიასთან ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, ლარნეს სოციალურ ქსელში პოსტი გავრცელდა.
"უზარმაზარი ძალისხმევა ჩვენი გუნდისგან. ყველაფერი მომავალ კვირასაა სათამაშო", - აღნიშნულია ლარნეს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ქვეტექსტით იკითხება, რომ ბრიტანელები თავიანთი კლუბით კმაყოფილები დარჩნენ და თბილისურ მატჩს ღია ოპტიმიზმით ხვდებიან.
კმაყოფილი იყო გუნდის თამაშით მთავარი მწვრთნელი, გარი ჰევერონიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდი პერიოდულად სრულად დომინირებდა და ამ მატჩით დიდი თავდაჯერება მოიპოვა.
იბერია 1999 და ლარნე საპასუხო შეხვედრას 11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზე იქნება.
"მათზე სრულად ვდომინირებდით" - რა თქვა ლარნეს მწვრთნელმა იბერიაზე