ლონდონში, ლეგენდარულ უემბლიზე ოლექსანდრ უსიკისა და დანიელ დუბუას რემატჩის ღონისძიება ლაშა გურულის ბრძოლამ გახსნა.
ქართველი მოკრივე ინგლისელ ჯეიმს ფრენსისს დაუპირისპირდა. ბრძოლა ლაშას აბსოლუტური დომინაციით წარიმართა.
მე-4 რაუნდის შემდეგ ბრიტანელის კუთხემ ბრძოლა გააჩერა და ლაშა გურულმა ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა.
ეს ქართველის პროფესიონალურ კარიერაში მე-2 ბრძოლა და მე-2 გამარჯვება იყო, შესაბამისად ის დაუმარცხებელია.
აღსანიშნავია, რომ გურულის კუთხეში ალექსანდრე თოფურია იყო, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია.