რაგბის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მე-9 ადგილის ფინალური თამაშში საქართველო შოტლანდიას დაუპირისპირდა.
ბორჯღალოსნებმა მეტოქე 22-7 დაამარცხეს და ტურნირი მე-9 ადგილზე დაასრულეს.
ჩვენი მხრიდან ლელოებით თავი ხელაძემ შიოშვილმა (2) და ღურწკაიამ გამოიჩინეს, ერთი გარდასახვა კი ზუსტად ბოლქვაძემ შეასრულა.
შოტლანდიელთა მხრიდან ერთადერთი ლელო ლოგანმა დადო, გარდასახვა კი ურვინის ანგარიშზეა.
იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ ბოლო 2 მატჩი მოიგო (ესპანეთი, შოტლანდია) და ტურნირის მეცხრეადგილოსანი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წელს, 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.