22 ივლისს, თბილისში სტარტს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს.
თბილისში გასამართი ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი
ჩვენს ქვეყანას 135 ქვეყნის 1205 მოფარიკავე ესტუმრება.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოდან 25 სპორტსმენი იასპარეზებს
განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი იქნება ხმლით მოფარიკავე კაცების კატეგორიისკენ, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის სანდრო ბაზაძეც იბრძოლებს.
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია გვთავაზობს ამ კატეგორიის გამორჩეულ სპორტსმენებს.
ფარეს ფერჯანი (ტუნისი)
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი. უმიზნებს გახდეს პირველი ტუნისელი კაცი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მედალს მოიპოვებს.
არონ სილაგი (უნგრეთი)
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (2012-2020), 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. 35 წლის ასაკში შეუძლია გახდეს ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი ხმლის კატეგორიაში 1959 წლის შემდეგ.
რემი გარიგუ (საფრანგეთი)
2025 წლის ევროპის ჩემპიონი. შეუძლია საფრანგეთს მოუპოვოს პირველი მსოფლიო ტიტული ხმლით მოფარიკავე კაცების კატეგორიაში 1999 წლის შემდეგ.
სანდრო ბაზაძე (საქართველო)
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი, 2023 წლის ევროპის ჩემპიონი. ამ სეზონში 4 პოდიუმი გრან პრიებსა და მსოფლიო თასზე. იასპარეზებს სახლში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე.
სებასტიან პატრისი (საფრანგეთი)
მსოფლიო რეიტინგის ამჟამინდელი პირველი ნომერი. ბოლო 3-დან 2 მსოფლიო ჩემპიონატს შეხვდა რეიტინგის სათავეში.
ჟან-ფილიპ პატრისი (საფრანგეთი)
ურთიერთშეხვედრებში ამარცხებს თავის ძმა სებასტიანს (3-2). მსოფლიო ჩემპიონატებზე არასდროს დაპირისპირებიან ერთმანეთს.
ლუკა კურატოლი (იტალია)
2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი. შეუძლია კიდევ ერთი მედლის მოპოვება თავის 31-ე დაბადების დღეზე - ფინალი 25 ივლისს არის.
გინგდონდ დო (სამხრეთ კორეა)
2025 წლის აზიის ჩემპიონი. უმიზნებს სანგუკ ოჰის 2019 წლის დუბლს (აზიისა და მსოფლიო ჩემპიონატების ოქრო).
სანგვონ პარკი (სამხრეთ კორეა)
2025 წლის ტუნისის გრან პრის გამარჯვბული. შეუძლია გახდეს ხმლის კატეგორიაში პირველი კაცი მედალოსანი, რომელიც 2000-იანებში იქნება დაბადებული.
კოლინ ჰეთკოკი (აშშ)
2025 წლის პანამერიკელი ჩემპიონი. 19 წლის ასაკში შეუძლია გახდეს ყველაზე ახალგაზრდა მედალოსანი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ხმლით მოფარიკავე კაცებში.
ჩენპენგ შენი (ჩინეთი)
უმიზნებს ჩინეთის პირველი მედალს მსოფლიო ჩემპიონატებზე ხმლით მოფარიკავე კაცებში.
ტურნირზე დასასწრები როგორც დღიური ბილეთების, ისე აბონემენტის შეძენა biletebi.ge-ზე შეგიძლიათ.