-
Aa
+
ფონტის ზომა
ინტერის ფორვარდმა, ლაუტარო მარტინესმა, ლეო მესის სიტყვებს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ 2024 წლის ოქროს ბურთს სწორედ ლაუტარო იმსახურებს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ასე ფიქრობს. პრეტენდენტებს შორის ყოფნაც ძალიან მახარებს.
ვფიქრობ, ეს აღიარებაა იმის, რომ ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე, ნაკრებთან ერთად კოპა მოვიგე, ინტერთან ერთად კი სკუდეტო და სუპერთასი.
პირადი თვალსაზრისითაც კარგი სეზონი მქონდა - ორივე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს." - აღნიშნა ლაუტარომ.
ოქროს ბურთის საბოლოო ჩამონათვალში მარტინესი მე-7 ადგილს დასჯერდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები