NBA-ის 2026 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულის მოთამაშეები დასახელდნენ.
აღმოსავლეთ კონფერენცია
იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი ბაქსი)
ჯეილენ ბრანსონი (ნიუ იორკ ნიქსი)
კეიდ კანინგემი (დეტროიტ პისტონსი)
ტაირის მაქსი (ფილადელფია სევენთისიქსერსი)
ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონ სელტიკსი)
დასავლეთ კონფერენცია
ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეტსი)
ლუკა დონჩიჩი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი)
შაი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა სიტი თანდერი)
სტეფ კარი (გოლდენ სტეიტ უორიორსი)
ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო სპურსი)
მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეები კონფერენციების მიხედვით არიან მოცემული, ყველა ვარსკვლავის მატჩი სხვა ფორმატით გაიმართება. ოლ-სტარზე აშშ-ის გუნდი მსოფლიოს გუნდს დაუპირისპირდება, შესაბამისად მოთამაშეებიც ხუთეულებში ამის მიხედვით განაწილდებიან.
სასტარტო მოთამაშეები გულშემატკივრების (50%), კალათბურთელებისა (25%) და მედიის (25%) ხმებით გამოვლინდა.
მოთამაშეების გამოკითხვაში პირველ ადგილზე ნიკოლა იოკიჩი და კეიდ კანინგემი გავიდნენ, გულშემატკივრების მიხედვით - ლუკა დონჩიჩი და იანის ანტეტოკუნმპო, მედიამ კი პირველ ადგილზე შაი გილჯეს-ალექსანდერი და ჯეილენ ბრაუნი გაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ლებრონ ჯეიმსის 21-წლიანი სერია დასრულდა და ის ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა.
აშშ-ის გუნდი მსოფლიოს გუნდს 16 თებერვალს დაუპირისპირდება.