VIDEO: ოკლაჰომამ გოლდენ სტეიტის ისტორიული რეკორდი გაიმეორა
11 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის თასის 1/4 ფინალში ოკლაჰომა სიტი თანდერი ფინიქს სანსს დაუპირისპირდა და 138-89 გაანადგურა.
გამარჯვებულ გუნდს შაი გილჯეს ალექსანდერმა (28 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა) და ჩეტ ჰოლმგრენმა (24 ქულა, 8 მოხსნა) ულიდერეს.
ოკლაჰომამ NBA-ის ისტორიაში საუკეთესო სტარტი გაიმეორა და 25-დან 24 მატჩი მოიგო. ეს აქამდე მხოლოდ გოლდენ სტეიტ უორიორსს ჰქონდა გაკეთებული 2016 წელს. უორიორსმა იმ წელს საბოლოო რეკორდიც მოხსნა და რეგულარული სეზონი 72-9 შედეგით დაასრულა.
ასევე OKC-მ ზედიზედ 16 მატჩი მოიგო, რაც ფრენჩაიზის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
ოკლაჰომა NBA-ის თასის 1/2 ფინალში სან ანტონიო სპურსს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ლოს ანჯელეს ლეიკერსს მოუგო.