NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ოკლაჰომა სიტი თანდერი დენვერ ნაგეტსს დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ოკლაჰომას ბოლო წამებზე მოპოვებული გამარჯვებით 129-126 დასრულდა.
რა თქმა უნდა, თავიანთ გუნდებს შაი გილჯეს-ალექსანდერმა და ნიკოლა იოკიჩმა ულიდერეს.
კანადელს სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 35 ქულა, 9 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა. შაიმ მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე ბრწყინვალე 3-ქულიანი ჩააგდო და ოკლაჰომას მოაგებინა.
აღსანიშნავია, რომ გილჯეს-ალექსანდერმა 20+ ქულა ზედიზედ 126-ე მატჩში ჩააგდო და უილტ ჩემბერლენის ყველა დროის რეკორდს გაუთანაბრდა.
ნიკოლა იოკიჩმა კი მორიგი სამმაგი დბული ჩაიწერა აქტივში - 32 ქულა, 14 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა.
66 მატჩში მოპოვებული 51 გამარჯვებით ოკლაჰომა დასავლეთ კონფერნეციის ლიდერია, დენვერი კი 65 შეხვედრაში 39 მოგებით მე-6 პოზიციას იკავებს.