VIDEO: მძიმე ტრავმისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ - NBA-ში ტოპიჩის დებიუტი შედგა
13 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ოკლაჰომა სიტი თანდერი მილუოკი ბაქსს შეხვდა და 93-110 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ NBA-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ნიკოლა ტოპიჩმა, რომელმაც აქამდე ბევრი რამ გამოიარა. ოკლაჰომამ სერბი მოთამაშე 2024 წლის დრაფტის პირველ რაუნდში მე-12 პიკად აირჩია.
ტოპიჩმა თავისი სადებიუტო სეზონი მუხლის ჯვარედინი იოგის გაწყვეტის (ACL) გამო გამოტოვა, გასული წლის ოქტომბერში კი მას სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა, ქიმიოთერაპიის ორთვიანი კურსის შემდეგ კი ის G ლიგაში პარკეტს დაუბრუნდა.
ახლა კი 20 წლის ნიკოლა ტოპიჩის დებიუტი საბოლოოდ უკვე NBA-შიც შედგა. სერბს გულშემატკივრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მან პარკეტზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
56 მატჩში მოპოვებული 42 გამარჯვებით ოკლაჰომა დასავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს.