Laureus-ის მსოფლიო სპორტის დაჯილდოება ყოველწლიური ცერემონიაა, რომელიც სპორტის სამყაროს ინდივიდებსა და გუნდებს, ასევე წლის განმავლობაში მიღწეულ სპორტულ წარმატებებს გამოარჩევს.
სხვადასხვა ნომინაციაში უკვე ოფიციალურად დასახელდა 2026 წლის დაჯილდოების კანდიდატები.
წლის კაცი სპორტსმენი
კარლოს ალკარასი (ჩოგბურთი, ესპანეთი)
უსმან დემბელე (ფეხბურთი, საფრანგეთი)
მონდო დუპლანტისი (მძლეოსნობა, შვედეთი)
მარკ მარკესი (მოტოსპორტი, ესპანეთი)
ტადეი პოგაჩარი (ველორბოლა, სლოვენია)
იანიკ სინერი (ჩოგბურთი, იტალია)
წლის ქალი სპორტსმენი
აიტანა ბონმატი (ფეხბურთი, ესპანეთი)
მელისა ჯეფერსონ-ვუდენი (მძლეოსნობა, აშშ)
ფაიტ კიპიეგონი (მძლეოსნობა, კენია)
კეიტი ლედეცკი (ცურვა, აშშ)
სიდნი მაკლოფლინ-ლევრონი (მძლეოსნობა, აშშ)
არინა საბალენკა (ჩოგბურთი)
წლის გუნდი
ინგლისის ქალთა საფეხბურთო გუნდი (ფეხბურთი, გაერთიანებული სამეფო)
ევროპული რაიდერის თასის გუნდი (გოლფი, ევროპა)
ინდოეთის ქალთა კრიკეტის გუნდი (კრიკეტი, ინდოეთი)
მაკლარენის ფორმულა 1-ის გუნდი (მოტორბოლა, გაერთიანებული სამეფო)
ოკლაჰომა სიტი თანდერი (კალათბურთი, აშშ)
პარი სენ-ჟერმენი (ფეხბურთი, საფრანგეთი)
წლის აღმოჩენა
დეზირე დუე (ფეხბურთი, საფრანგეთი)
ჟოაო ფონსეკა (ჩოგბურთი, ბრაზილია)
შაი გილჯეს-ალექსანდერი (კალათბურთი, კანადა)
ლუკ ლითლერი (დართსი, გაერთიანებული სამეფო)
ლანდო ნორისი (მოტორბოლა, გაერთიანებული სამეფო)
იუ ზიდი (ცურვა, ჩინეთი)
ამ და კიდევ სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები 20 აპრილს, მადრიდში გამოვლინდებიან.
Laureus-ის დაჯილდოება 2000 წლიდან ტარდება და ყველაზე მეტჯერ (6) ჯილდო როჯერ ფედერერს აქვს მიღებული, ყველაზე მეტი ნომინაცია (12) კი ტაიგერ ვუდსის ანგარიშზეა.