ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში Laureus-ის ყოველწლიური სპორტული დაჯილდოება გაიმართა.
გალა-დაჯილდოებაზე სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესოები გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო სპორტსმენების ჯილდოები ჩოგბურთელებს გადაეცათ. კაცებში გამარჯვებული კარლოს ალკარასი გახდა, ქალებში კი - არინა საბალენკა.
ალკარასმა წლის სპორტსმენის წოდებისთვის ბრძოლაში უსმან დემბელე (ფეხბურთი), მონდო დუპლანტისი (მძლეოსნობა), მარკ მარკესი (მოტოსპორტი), ტადეი პოგაცარი (ველოსპორტი) და იანიკ სინერი (ჩოგბურთი) დაამარცხა.
არინა საბალენკამ კი აიტანა ბონმატის (ფეხბურთი), მელისა ჯეფერსონ-ვუდენს (მძლეოსნობა), ფეიტ კიპიეჯონს (მძლეოსნობა), კეიტი ლედეცკის (ცურვა), და სიდნი მაკლოფლინ-ლევრონს (მძლეოსნობა) აჯობა.
ყველა ნომინაციაში გამარჯვებულების სია ასეთია:
წლის კაცი სპორტსმენი - კარლოს ალკარასი (ჩოგბურთი)
წლის ქალი სპორტსმენი - არინა საბალენკა (ჩოგბურთი)
წლის ახალგაზრდა სპორტსმენი - ლამინ იამალი (ფეხბურთი)
წლის გუნდი - პსჟ (ფეხბურთი)
წლის აღმოჩენა - ლანდო ნორისი (მოტოსპორტი)
წლის დაბრუნება - რორი მაკილროი (გოლფი)
წლის პარასპორტსმენი - გაბრიელ არაუჟო (პარაცურვა)