კვირა საღამოს პსჟ-სთვის პირველი 45 წუთი ნამდვილ კოშმარად იქცა.
პარიზელებმა ლიონის ოლიმპიკთან მატჩში არა მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს, არამედ გუნდის საკვანძო ნახევარმცველი, ვიტინია დაკარგეს.
პორტუგალიის ნაკრების წევრმა მარჯვენა კოჭი მას შემდეგ დაიზიანა, რაც მადრიდის რეალის იჯარით გაშვებულ ფორვარდთან, ენდრიკთან ორთაბრძოლისას მოედანზე არასწორად დაეშვა. ლუის ენრიკემ ის მაშინვე შეცვალა ვორენ ზაირ-ემერით, რომელიც ბოლო 40 შეხვედრის განმავლობაში პირველად არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.
ვიტინიამ მოედანი პირდაპირ გვირაბის გავლით დატოვა. ის გასახდელისკენ კოჭლობით მიდიოდა, რაც მიუნხენის ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ნახევარფინალის წინ პარიზული კლუბისთვის საგანგაშო სიგნალია.
L’Équipe-ის ინფორმაციით, ნახევარმცველს ორშაბათს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ჩაუტარდება, რათა ტრავმის სიმძიმე დადგინდეს. 1:2 მარცხის ფონზე, პარიზელებისთვის ერთადერთი პოზიტიური სიახლე ფაბიან რუისის დაბრუნება იყო, რომელმაც სამთვიანი იძულებითი პაუზა დაასრულა.