VIDEO: შემოვიდა და შეაგდო - კვარას 10 საგოლე მოქმედება 9 მატჩში
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, საფრანგეთის ლიგა 1-ის ეგიდით, ლიონთან შინ 1:2 დამარცხდა.
ქართველმა ვარსკვლავმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 59-ე წუთზე შეიყვანეს, როცა მისი გუნდი უკვე 0:2-ს აგებდა. კვარამ ერთხელ ზუსტად დაარტყა და მეკარემ აუღო, ერთ ეპიზოდში კი კარგი მომენტი გაუშვა ხელიდან - თავით ააცილა. თუმცა, 94-ე წუთზე მაინც გაიტანა - შორეულ კუთხეში დაბალი დარტყმა შეასრულა და ძელიდან ახსლეტით შეაგდო.
ხვიჩას, ყველა ტურნირის ეგიდით, ბოლო 9 შეხვედრაში 10 საგოლე მოქმედება აქვს - 7 გოლი და 3 ასისტი. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში კი მე-5 გოლი მიითვალა, 4 ასისტთან ერთად.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირს, კვარადონამ მე-40 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 23 საგოლე მოქმედება აქვს - 14 გოლი და 9 ასისტი.
მატჩის მთავარი გმირი რეალ მადრიდიდან იჯარით ლიონში მყოფი ენდრიკი გახდა, რომელმაც ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ 0:2-ზე გონსალუ რამოშმა პენალტი ვერ გაიტანა.
ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონატში მეხუთედ დამარცხდა, ლანსი 1 ქულამდე მიიახლოვა, თუმცა მასზე 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და 4 ქულით გაქცევა შეუძლია.
გამოტოვებული მატჩი 22 აპრილსაა ჩანიშნული - პარკ დე პრენსზე ჩადის ნანტი, რომელსაც 20 ქულა აქვს და ლიგაში დარჩენის ამოცანა ძალიან გართულებული აქვს.