VIDEO: მადრიდში მოიგეს - შერმადინის გუნდმა რეალის 106-დღიანი გამარჯვებათა სერია შეწყვიტა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ, ესპანეთის ლიგა ენდესას 27-ე ტურში, ლიდერი რეალ მადრიდი სტუმრად 5-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 95:90.
ვეტერანი ქართველი ცენტრი სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 27:01 წუთი გაატარა - 16 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდში მე-3 მაჩვენებელი გახლდათ - ჰუერტასს - 25, ხოლო ტავარეშს 32 ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ რეალმა ჩემპიონატში 4 იანვრის შემდეგ პირველად წააგო, სულ მიმდინარე სეზონში კი მე-3 მარცხია - მადრიდულ გრანდი 12 ტურის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო. დღევანდელი მარცხის მიუხედავად, რეალი ჩემპიონატს 3-მოგებიანი უპირატესობით ლიდერობს.
ტენერიფელებმა მე-17 გამარჯვება მოიპოვეს, მე-6 ადგილზე არიან და ოთხეულთან 2 მოგება აშორებთ. 25 აპრილს ესტუმრებიან მე-3 ადგილოსან მურსიას, რომელსაც ლიგა ენდესაში 6-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.