იტალიის ქალაქ პადოვაში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრები საუკეთესო 7 გუნდში მოხვდა.
ჩვენმა გუნდმა 1/16 ფინალურ ეტაპზე უზბეკეთს 45:38 აჯობა, 1/8 ფინალში კი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებ აშშ-ს უდრამატულეს მატჩში 45:44 მოუგო და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
1/4 ფინალში, სამხრეთ კორეის ნაკრებთან 37:45 დამარცხდა, რის შემდეგაც მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღო - მსოფლიო ჩემპიონსა და ამჟამინდელი რეიტინგის მე-2 ნომერ იტალიის ნაკრებს, რომელიც ამ ტურნირის მასპინძელი იყო, 45:41 მოუგო და საუკეთესო 7 გუნდში მოხვდა.
ბაზაძე ისევ მსოფლიო რეიტინგის სათავეში - ფარიკაობის ფედერაციამ რეიტინგი განაახლა