იტალიის ქალაქ პადოვაში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა.
ხმლით ფარიკაობაში, მსოფლიო კლასიფიკაციის სათავეში კვლავ სანდრო ბაზაძეა, რომელსაც 200 ქულა აქვს, მე-2 პოზიციაზე ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისია (186 ქულა), ხოლო მე-3 პოზიციას ეგვიპტელი აჰმედ ჰეშამი (182 ქულა) იკავებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე მე-7 ადგილი დაიკავა და ტურნირის მიმდინარეობისას აშშ-სა და იტალიის უძლიერესი ნაკრებები დაამარცხა.
მე-7 ადგილი მსოფლიო თასზე - ფარიკაობის ნაკრებმა ორი უძლიერესი მეტოქე დაამარცხა