მადრიდის რეალიდან იჯარით გაშვებული ენდრიკი მთავარი გმირი გახდა კვირა საღამოს, პარკ დე პრენსზე გამართულ მატჩში, სადაც ლიონმა პსჟ 2:1 დაამარცხა.
ენდრიკმა პირველ ტაიმში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და შთამბეჭდავი საგოლე გადაცემაც მიითვალა, რითაც თავის გუნდს ადრეული უპირატესობა (2:0) მოუპოვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა ენდრიკის წვლილი საკმარისი აღმოჩნდა ლიონისთვის სამი ქულის მოსაპოვებლად. ბრაზილიელი საფრანგეთში გადმოსვლის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია - იანვრიდან მოყოლებული მან 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამჟამად ლიონი ლიგა 1-ის ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ქულებით ლილს უთანაბრდება. ეს ორი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს რენთან და მარსელთან ერთად, რომლებიც ლიონს ბევრით არ ჩამორჩებიან.
თუ ენდრიკი ასეთ დონეზე თამაშს გააგრძელებს, ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრა მისთვის სრულიად რეალური გახდება.