• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
,,დროა სუპერმენობას თავი დავანებო" - დუაით ჰოვარდმა კარიერა დაასრულა
კალათბურთიკალათბურთი

,,დროა სუპერმენობას თავი დავანებო" - დუაით ჰოვარდმა კარიერა დაასრულა

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დუაით ჰოვარდმა სოციალურ ქსელში პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.


,,დღეს, ამ თვის 12 რიცხვში გავიღვიძე და მივხვდი, რომ დროა სუპერმენობას თავი დავანებო! მე არ ვარ სუპერადამიანი… მე ვტირი! მე ვიბრძვი! მეც ისე ვგრძნობ თავს, როგორც ყველა სხვა. მიუხედავად ტყუილებისა, მედიის და სიძულვილისა, მე მაინც სიყვარულს ვაჩვენებ და ქარიშხლის მიუხედავად ვიღიმი.


ახლა კი მე ვიხსნი ამ „კეპს“ და ვასრულებ ჩემს კარიერას კალათბურთში, რათა მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დავეხმარო საზოგადოებებს მთელ მსოფლიოში. ვიცი, ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ მე უკვე „გავედი პენსიაზე“, მაგრამ ასე არ იყო… თამაშმა თავად გამიშვა! ჯერ კიდევ მქონდა რაღაც მისაცემი.


მართალია, 20 წელი პროფესიონალურად ვთამაშობდი და ამისთვის მადლიერი ვარ, მაგრამ ვერ დავმალავ, როცა ვხედავ სხვა მოთამაშეებს, რომლებიც 40 წლის ასაკშიც აგრძელებენ თამაშს, მეც მინდოდა მეცადა გაგრძელება. ახლა კი ვფიქრობ, რომ ჩემი მოვალეობაა ყველაფერი გადავცე შემდეგ თაობას.


დიდი მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს ამ გზაზე. ძალიან მიყვარხართ და ძალიან გაფასებთ , რადგან თქვენ გარეშე მე ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ.


ასევე მადლობა ჩემს კრიტიკოსებს, მოძულეებს, გველებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩემს ცხოვრებაში მოვიდა იმისთვის, რომ დავენგრიე. რადგან ყოველ ჯერზე, როცა ამას ცდილობდით… მე უფრო ძლიერი ვხდებოდი.


როდესაც ჩემი დოკუმენტური ფილმი გამოვა ამ წელს, მსოფლიო გაიგებს სიმართლეს ყველაფერზე! მაშინ ნახავთ, როგორ იქნა გამოყენებული მთელი მსოფლიოს მიერ ის დაცული პატარა ბიჭი კოლეჯ პარკიდან, ჯორჯიიდან, რომელიც პრე-ქეიდან მე-12 კლასამდე ერთსა და იმავე სკოლაში სწავლობდა და პირდაპირ NBA-ში მოხვდა." - წერს ჰოვარდი.


დუაით ჰოვარდი NBA-ის დრაფტზე 2004 წელს ორლანდო მეჯიქმა პირველ ნომრად აირჩია, სადაც ის 2012 წლამდე თამაშობდა. შემდეგ იყო: ლოს ანჯელეს ლეიკერსი, ჰიუსტონ როკეტსი, ატლანტა ჰოუქსი, შარლოტ ჰორნეტსი, ვაშინგტონ უიზარდსი, ფილადელფია სევენთისიქსერსი და ტაივანური ტაოიუანი.


ჰოვარდი NBA-ის ჩემპიონი 2020 წელს ლეიკერსთან ერთად გახდა, ყველა ვარსკვლავის მატჩზე კი ის 8-ჯერ აირჩიეს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

nba

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

NBA-ის ჯილდოები - მოთამაშეები, რომლებიც რისკის ქვეშ არიან

•კალათბურთი

კალათბურთი

NBA-ის ჯილდოები - მოთამაშეები, რომლებიც რისკის ქვეშ არიან
•კალათბურთი

კალათბურთი

27 ათასი ქულა - ვესტბრუკმა ყველა დროის სიაში ოლაჯუვონს გადაასწრო

•კალათბურთი

კალათბურთი

27 ათასი ქულა - ვესტბრუკმა ყველა დროის სიაში ოლაჯუვონს გადაასწრო
•კალათბურთი

კალათბურთი

დონჩიჩი დაწინაურდა - MVP-ის განახლებული რეიტინგი

•კალათბურთი

კალათბურთი

დონჩიჩი დაწინაურდა - MVP-ის განახლებული რეიტინგი
•კალათბურთი

კალათბურთი

ლებრონის გარეშე - ოლ სტარის სასტარტო მოთამაშეები გამოვლინდნენ

•კალათბურთი

კალათბურთი

ლებრონის გარეშე - ოლ სტარის სასტარტო მოთამაშეები გამოვლინდნენ
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

24 თებ, 2026

NBA-ის ჯილდოები - მოთამაშეები, რომლებიც რისკის ქვეშ არიან

News image

10 თებ, 2026

27 ათასი ქულა - ვესტბრუკმა ყველა დროის სიაში ოლაჯუვონს გადაასწრო

News image

30 იან, 2026

დონჩიჩი დაწინაურდა - MVP-ის განახლებული რეიტინგი

News image

20 იან, 2026

ლებრონის გარეშე - ოლ სტარის სასტარტო მოთამაშეები გამოვლინდნენ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება