მთავარი

სიახლეები

სპორტის გურუ

ქვიზები

ლეგენდები, მეტოქეები, ოლიმპიური ჩემპიონები - გენო და ტაჰა

ლეგენდები, მეტოქეები, ოლიმპიური ჩემპიონები - გენო და ტაჰა

5 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჭიდაობის მმართველი ორგანოს ოფიციალური გვერდი ორი გამორჩეული მოჭიდავისა და პარიზის ოლიმპიადის მედალოსნების - გენო პეტრიაშვილისა და ტაჰა აკგულის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც ეიფელის კოშკის წინაა გადაღებული.


"ლეგენდები, მეტოქეები, ოლიმპიური ჩემპიონები - გენო და ტაჰა" - წერია პოსტში.


ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის შემდეგ 3-გზის ოლიმპიური მედალოსანი გახდა. მან 2016 წელს რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2021 წელს ტოკიოში ვერცხლი აიღო, 2024 წელს პარიზში კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. გენო ასევე 2-გზის ევროპისა და 3-გზის მსოფლიო ჩემპიონია.


ტაჰა აკგულსაც ოლიმპიადებზე 3 მედალი დაუგროვდა. თურქმა 2016 წელს რიოში ოქროს მედალი დაიმსახურა, 2021 წელს ტოკიოსა და 2024 წელს პარიზში კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ლეგენდარული მოჭიდავე 11-გზის ევროპისა და 3-გზის მსოფლიო ჩემპიონია. მან პარიზში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ საჭიდაო ხალიჩაზე ფეხსაცმელები გაიხადა და კარიერის დასრულებაზე მიანიშნა.


თაზო ჩარკვიანი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები