მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში ვალენსიამ მესტალიაზე სოსიედადი მიიღო და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე უგო დურომ გაიტანა.
ვალენსიელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც 3 მოგერიება დააგროვა და კარი მშრალად შეინახა.
ეს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, კარლოს კორბერანის პირველი გამარჯვებაა ლა ლიგაში.
ღამურებს ესპანეთის ჩემპიონატში გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ მოუგიათ. ბეტისთან გამარჯვების შემდეგ გუნდს ლა ლიგაში 7-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.
ვალენსიას ახლა 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, კორბერანის გუნდმა კოპა დელ რეიზე 2 მატჩი მოიგო, ჩემპიონატში კი სევილიასთან ფრე ითამაშა და სოსიედადი დაამარცხა.
ღამურები სატურნირო ცხრილში 16 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფებიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები