მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რობერტ ლევანდოვსკიმ აღნიშნა, რომ ლა ლიგის სათამაშო სტილი იმაზე ხისტი აღმოჩნდა, ვიდრე ის ელოდა.
„მეგონა, უფრო ტექნიკურ ლიგას ვნახავდი, მაგრამ რამდენიმე თვის და თამაშის შემდეგ, მივხვდი, რომ წინა წლებთან მისი შედარება აღარ შეიძლება.
ახლა ბევრი გუნდი ძალიან დაცვით ფეხბურთს თამაშობს, ცდილობს ჯარიმების ხარჯზე შეგაჩეროს, ფეხბურთელებს ხელი მაქსიმალურად შეუშალოს და გაცილებით ცოტას უტევს.
ადრე უფრო მეტი გოლი გადიოდა, არამარტო გრანდების მიერ, არამედ ზოგადადაც. შევამჩნიე, რომ ლა ლიგა ბევრად ხისტი გახდა." - აღნიშნა პოლონელმა ფორვარდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები