არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი იმ ფეხბურთელების ელიტურ სიას შეუერთდა, რომლებმაც კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის სამ ფინალში გასვლა მოახერხეს.
ინტერ მაიამის 39 წლის ფორვარდმა ინგლისთან ნახევარფინალის (2:1) მიწურულს ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და არგენტინელებს დრამატული ქამბექი შეასრულებინა. 19 ივლისს მათ მეოთხე ვარსკვლავისთვის ესპანეთის წინააღმდეგ ელით ბრძოლა.
ამ ფინალში თამაშით მესის შეუძლია გაიმეოროს ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველის, კაფუს ლეგენდარული მიღწევა, რომელმაც მუნდიალის სამ ფინალში ითამაშა (1994, 1998, 2002 წლებში). თავად მესიმ პირველად ფინალში 2014 წელს იასპარეზა (სადაც გერმანიასთან დამარცხდა), ხოლო 2022 წელს საფრანგეთთან ტრიუმფალურ მატჩში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ისტორიაში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია, რომელთა გუნდებმაც სამჯერ მიაღწიეს ფინალს, თუმცა ტრავმების ან სხვა მიზეზების გამო, მოთამაშეებს სამივე გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ:
პელე - ისტორიაში ერთადერთი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია (1958, 1962, 1970), თუმცა 1962 წლის ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა.
რონალდო (1994, 1998, 2002) — თავის პირველ მუნდიალზე, 1994 წელს, გადამწყვეტ მატჩში მოედანზე არ გასულა.
პიერ ლიტბარსკი და ლოთარ მათეუსი (1982, 1986, 1990) — გერმანელთა ლეგენდებსაც არ უთამაშიათ სამივე ფინალი გფრ-ს შემადგენლობაში.
ლიტბარსკი 1982 და 1990 წლებში ძირითადში იყო, 1986-ში კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. მათეუსი კი 1982 წლის ფინალში ასევე თადარიგში გახლდათ.